აზერბაიჯანს არ სურს სამშვიდობო დოკუმენტის ხელმოწერა, ყოველ ჯერზე ახალ წინაპირობებს აყენებს – მირზოიანი

სასიხარულო ამბავი ის არის, რომ ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას, ჩვენ როგორღაც მოვახერხეთ გარკვეული წარმატება აზერბაიჯანულ მხარესთან. ამის შესახებ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის „მსოფლიო წესრიგი და დემოკრატია: რუკა სამხრეთ კავკასიისთვის”, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მაღალი დონის დისკუსიაზე.
„მაგალითად, ახლახან მივიღეთ ორ ქვეყანას შორის პირველი სამართლებრივი დოკუმენტი, მივიღეთ შესაბამისი სასაზღვრო კომისიების ერთობლივი მუშაობის რეგლამენტი. ეს კომისიები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის მიმართულებით მუშაობენ. ამ დოკუმენტში ჩვენ შევძელით შევთანხმდეთ, რომ დელიმიტაციის პროცესი დაფუძნებული უნდა იყოს 1991 წ ალმა-ატას დეკლარაციაზე, რომელიც მართლაც დიდი მიღწევაა.
დეტალებით რომ არ გადაიტვირთოს, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სხვათა შორის 1991 წ ალმა-ატას დეკლარაციაში ნათქვამია, რომ მხარეებმა, რომლებიც იყვნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები, ძირითადად საბჭოთა კავშირის 15 რესპუბლიკიდან 12-მა, მიიღეს ეს დოკუმენტი. ამრიგად, ამ დოკუმენტის მიხედვით, რესპუბლიკები აღიარებენ, რომ ჩვენს შორის ყოფილი ადმინისტრაციული საზღვრები, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკები, ახლა საერთაშორისოდ აღიარებული, სახელმწიფოთაშორის საზღვრები ხდება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს საზღვარი აზერბაიჯანთან, გვაქვს მყარი საფუძველი საზღვრის დემარკაციის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისას.
ცუდი ამბავი ის არის, რომ არის კიდევ რამდენიმე თემა, რომელზეც ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, როგორიცაა უფრო ყოვლისმომცველი დოკუმენტი, სამშვიდობო ხელშეკრულება. წარმოიდგინეთ, გვაქვს სიტუაცია, როცა შერიგების ხელშეკრულების ტექსტი თითქმის დავასრულეთ, პროექტი არის, მაგრამ ხელს არ ვაწერთ.
აზერბაიჯანულ მხარეს არ სურს ხელი მოაწეროს ამ სამშვიდობო დოკუმენტს, რაღაც მიზეზების გამო, გარკვეული გათვლებით, ყოველ ჯერზე ახალ წინაპირობებს აყენებს და ვხედავთ, რომ არ სურთ დოკუმენტზე ხელის მოწერა.







