
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს 3 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა, ამის შესახებ ცნობას სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანი ავრცელებს. ვიზიტი 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და პრემიერ-მინისტრ მიშელ ბარნიესთან.ნიკოლ ფაშინიანი ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მორიგი სამიტშიც მიიღებს მონაწილეობას.







