მთავარიპოლიტიკა

2025 წლის 1 იანვრიდან სომხეთ-ირანისა და სომხეთ-თურქეთის საზღვრების დაცვაში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მესაზღვრეები

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დეტალებზე  ილაპარაკა.  ბაღდასარიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა დამსწრეებს პროექტის „მშვიდობის გზაჯვარედინზე“   დეტალები გააცნო, რუსეთის პრეზიდენტს ბროშურა „მშვიდობის გზაჯვარედინზე“ გადასცა და ასევე გამოთქვა შეშფოთება რეგიონულ დონეზე რუსი ოფიციალური პირების მიერ ამ თემებზე გამოყენებული გამონათქვამებისა და ლექსიკის შესახებ. მისივე თქმით, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის გამოსვლა რეგიონულ კომუნიკაციებთან დაკავშირებით ერთნაირია როგორც დახურულ, ისე  ღია ფორმატებშიც.

 „პრემიერი ფაშინიანი დადებითად აფასებს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შედეგებს. მათმა  განიხილეს საკითხების ფართო სპექტრი, მიღწეულ იქნა კონკრეტული შეთანხმებები ენერგეტიკის, განათლების და ჰუმანიტარულ სფეროებთან დაკავშირებით.ასევე მიღწეულია შეთანხმება, რომ 2025 წლის 1-ლი იანვრიდან სომხეთ-ირანისა და სომხეთ-თურქეთის სახელმწიფო საზღვრების დაცვაში, ხოლო საკონტროლო-სასაზღვრო პუნქტში სამსახურში მონაწილეობას მიიღებენ სრ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მესაზღვრეები. სომხეთ-ირანის სახელმწიფო საზღვრის დაცვა მთლიანად განხორციელდება სომხეთის რესპუბლიკის  სასაზღვრო ძალების მიერ“, – განაცხადა ბაღდასარიანმა.

ბაღდასარიანმა ასევე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ პუტინს რუსეთის FSB-ს  მესაზღვრეების მიერ იმ გაწეული სამსახურისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ  სომხეთის რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის საკონტროლო-სასაზღვრო პუნქტზე სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button