პოლიტიკა

ფაშინიანმა ბოლო თვეებში სომხეთ-რუსეთის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურებაზე ისაუბრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის ბოლო თვეებში საკმაოდ აქტიური პოლიტიკური დიალოგი გაიმართა.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საკმაოდ აქტიური პოლიტიკური დიალოგი გვქონდა. ჯერ ერევანში ჩავიდა ვიცე-პრემიერი ალექსეი ოვერჩუკი და გაიმართა არა მხოლოდ სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომა, არამედ მნიშვნელოვანი დისკუსია გვქონდა ორმხრივი დღის წესრიგის თითქმის ყველა საკითხზე. ოქტომბრის დასაწყისში ერევანში გაიმართა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომა და ამ ღონისძიების ფარგლებში ჩვენ არსებითად განვიხილეთ ჩვენს თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები. დღეს ასევე კარგი შესაძლებლობაა განვაზოგადოთ ეს დისკუსიები და მოხარული ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა მომეცა“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.  

ნახეთ მეტი
Back to top button