პოლიტიკა

პარლამენტით, თუ კიდევ 300 000 ხელმოწერით? იმედის მომცემია სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყება

ერევანი, შირაქი, არარატი, არმავირი, კოტაიკი, გეღარქუნიკი. „ევროქვიორუმმა“ ყველაზე აქტიურიდან კლებადობით დაალაგა დასახლებები, რომლებსაც ევროპაში შესვლა სურთ. ინიციატივის მამოძრავებელი ძალა ამჯერად ახალგაზრდები არ არიან. პარტია „ევროპული სომხეთის“ თავმჯდომარე ტიგრან ხზმალიანი ამბობს, რომ ხელმომწერები არიან 45-50 წლის და უფროსი ასაკის პირები.

„ახალგაზრდობა, 18-დან 25 წლამდე, ალბათ ყველაზე პასიური ჯგუფი იყო და ეს, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, რადგან, მაგალითად, მეზობელ საქართველოში ვხედავთ, რომ სწორედ ახალგაზრდები უჭერენ მხარს დემოკრატიულ რეფორმებს.

მაგრამ ახალგაზრდების დახმარების გარეშეც, დაგეგმილი ორი თვის ნაცვლად, ინიციატივამ ერთ თვეში საჭირო 50 ათასის ნაცვლად 60 ათასი ხელმოწერა შეაგროვა. ახლა ინიციატორები 14 ნოემბერს ელოდებიან. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმოწერების ნამდვილობის გადამოწმების პროცესი მხოლოდ იმ დღიდან შეუძლია დაიწყოს. ცესკოში  ხელმოწერების შეგროვების შტაბის უფლებამოსილი წარმომადგენელი არტაკ ზეინალიანი ამბობს, რომ ეს კანონის მოთხოვნაა.

„ეს ვადა დაფიქსირებულია, არ შეიძლება შემცირდეს, ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისია და სახელმწიფო, რომ უზრუნველყოს ეს მინიმალური 60-დღიანი ვადა.

 კომიტეტის მიერ რატიფიცირების შემდეგ კანონპროექტი პარლამენტში გადავა. ჯერ მთავარ  კომიტეტში, შემდეგ პლენარულ სხდომაზე განიხილება. ზეინალიანი ამბობს, რომ თუ პროექტი კანონად იქცევა, ევროპაში შესვლა არა მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების, არამედ ყველა მომავალი ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება.

„თითოეული კანონი იურიდიულ დოკუმენტთან ერთად არის პოლიტიკური დოკუმენტიც. დღევანდელ ხელისუფლებას, პოლიტიკურ უმრავლესობას, აქვს გარკვეული კურსი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, მაგრამ ეს დაკავშირებულია დღევანდელ ხელისუფლებასთან, პოლიტიკური უმრავლესობის ნებასთან. თუ კანონი მიიღება, ის მოექცევა  ყველა ხელისუფლების პასუხისმგებლობის სფეროში“.

გასული წლის ოქტომბერში, სტრასბურგში ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ „სომხეთი მზადაა იყოს ევროკავშირთან ახლოს, რამდენადაც ევროკავშირი ამას შესაძლებლად მიიჩნევს“.  ივლისში „სომხური დემოკრატიის ფორუმის“ დროს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ არ იცის მზადაა თუ არა ევროკავშირი სომხეთის მისაღებად.

„მე ვიცი სომხეთის ხალხის აზრი.  კანონის რეგულირებასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ მინდა შევეხო, რადგან შეიძლება დარეგულირდეს, ეს არ არის საქმე, მაგრამ დღეს თუ რეფერენდუმს ვატარებთ, კამპანია უნდა ვაწარმოოთ, როცა კამპანიაზე მივდივართ, მოქალაქეები დაგვისვამენ კითხვებს, გვეტყვიან როდის, რა დროში, რა ნაბიჯებით,  სურს თუ არა ეს ევროკავშირს?

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ აღნიშნა, რომ სომხეთმა დაადასტურა თავისი პოლიტიკური ნება ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით უმაღლეს დონეზე. ფაშინიანის სტრასბურგის განცხადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ამ მარტში, ევროპარლამენტმა მიიღო სპეციალური რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროკომისიას და საბჭოს დაეხმარონ ერევანს ბრიუსელთან თანამშრომლობის გაფართოებაში. ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია სომხეთში საჯარო განხილვის საგანი უნდა გახდეს.

ნახეთ მეტი
Back to top button