მთავარიპოლიტიკა

ევროკომისიის ხელმძღვანელი, ისევე როგორც მაკრონი და პუტინი, არ მიიღებს მონაწილეობას COP29-ში, რომელიც ბაქოში გაიმართება. Euronews

ევროკომისიის სპიკერმა დაადასტურა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი არ მიიღებს მონაწილეობას COP29 კლიმატის სამიტში, რომელიც გაიმართება აზერბაიჯანში, როდესაც გაეროს წყაროებმა Euronews-ს განუცხადეს, რომ საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები არ გაემგზავრებიან ბაქოში, წერს Euronews.

მანამდე Euronews-მა გაეროსთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არ მიიღებენ მონაწილეობას.

”პრეზიდენტი წელს არ დაესწრება COP-ს,” – თქვა კომისიის სპიკერმა და დასძინა, რომ ვინაიდან ევროკომისია გარდამავალ ეტაპზეა, პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს თავის ინსტიტუციურ მოვალეობებზე. Euronews-ის წყაროების ცნობით, აზერბაიჯანში ყოფნა უკვე 100-ზე მეტმა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურმა დაადასტურა. ევროპიდან მონაწილეობა გამოაცხადეს ჩეხეთის, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, იტალიის, პოლონეთისა და ესპანეთის ლიდერებმა.

ნახეთ მეტი
Back to top button