საერთაშორისო

აზერბაიჯანი ამტკიცებს  მილიტარიზაციის მიმართულებას

კანონპროექტი „აზერბაიჯანის 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას ერთ-ერთ ძირითად ხარჯვად  მუხლად ითვალისწინებს. როგორც APA იუწყება, ამის შესახებ  საპარლამენტო ოთხმა კომიტეტმა განაცხადა: სამართლებრივი პოლიტიკისა და სახელმწიფო მშენებლობის, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციულმა  კომიტეტებმა.

ამის შესახებ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომისიის ხელმძღვანელმა არზუ ნაგიევმა ადამიანის უფლებათა და რეგიონულ საკითხებზე ერთობლივ სესიაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების სახსრების გაზრდას 8,4 მილიარდ მანეთამდე (დაახლოებით 4,941,174,000 აშშ დოლარი), რაც 1,3 მილიარდი მანეთით მეტია 2024 წელთან შედარებით.

პროექტი ასევე ითვალისწინებს მთიანი ყარაბაღის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე თავდაცვისა და ძალოვანი სტრუქტურების სრულ დაკომპლექტებას.

ნახეთ მეტი
Back to top button