საერთაშორისო
ერევანში გაიმართება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა

მიმდინარე წლის 9-10 დეკემბერს სომხეთში გაიმართება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა, ხოლო უკვე 10-12 დეკემბერს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სესია.
ამ ორი ღონისძიების სათანადო ორგანიზებისა და ჩატარების საჭიროებიდან გამომდინარე, მთავრობამ დღეს დაახლოებით 35 მილიონი დრამი გამოყო.
აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომას 60-მდე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სესიას კი 130-მდე მონაწილე ეყოლება.







