მთავარიპოლიტიკა

ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიამ კარგი შესაძლებლობა მომცა დონალდ ტრამპთან და ემანუელ მაკრონთან საუბრისთვის – ფაშინიანი

ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.

„პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიალმა კარგი შესაძლებლობა მომცა აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან კომუნიკაციისთვის“, – წერს პრემიერ-მინისტრი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და თანდართულ ფოტოს აქვეყნებს.

სომხეთის  პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პარიზში ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიას მეუღლე ანა ჰაკობიანთან ერთად დაესწრო.

ნახეთ მეტი
Back to top button