პოლიტიკა

რუბენ ვარდანიანს სამუდამო პატიმრობა ემუქრება

აზერბაიჯანის პროკურატურამ არცახის ყოფილ სახელმწიფო მინისტრს რუბენ ვარდანიანს ბრალს კიდევ 45 პუნქტი  დაუმატა, რაც ნიშნავს, რომ მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება, იუწყება მისი დაცვის ჯგუფი.

„გაყალბებული მტკიცებულებები წარმოდგენილია 100 ტომად, საერთო მოცულობა დაახლოებით 25 000 გვერდია, ყველაფერი აზერბაიჯანულად“, – ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.

პროკურატურა უარს ამბობს ბრალდების „მტკიცებულებების“ წარდგენაზე როგორც რუბენ ვარდანიანისთვის, ასევე მისი ადვოკატისთვისაც. მათ უფლება აქვთ წვდომა მასალებზე სათანადო თარგმანის გარეშე შეზღუდული დროის განმავლობაში, მაგრამ ეკრძალებათ რაიმე ჩანაწერის გაკეთება „ეროვნული უსაფრთხოების მიზეზების გამო“.

“ეს ბრალდებები არის აზერბაიჯანის მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების უხეში დარღვევა”, – თქვა ჯარედ გენსერმა, ვარდანიანების ოჯახის საერთაშორისო იურიდიულმა მრჩეველმა.

 “ბრალდებების ეს გრძელი სერია არის აშკარა ცინიკური მცდელობა დაადანაშაულოს რუბენ ვარდანიანი ყველაფერში, რაც აზერბაიჯანულმა  რეჟიმმა გააკეთა მთიან ყარაბაღში“.

ნახეთ მეტი
Back to top button