პოლიტიკა
ყველა გზა, რომელიც გადის სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე, გააკონტროლებს მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკა

ყველა გზა, რომელიც გადის სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე, გააკონტროლებს მხოლოდ და მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკა. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილე ტარონ ჩახოიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
„ალიევის განცხადებებით აღფრთოვანებული „ერის მხსნელი“ ოპოზიციონერები გვთავაზობენ დაუყოვნებლივ გაიხსნას გზის სიუნიქით აზერბაიჯანისკენ მესამე მხარის მეთვალყურეობის ქვეშ. ეს ფიგურები, რომლებიც ემსახურებიან იმპერიის ინტერესებს, ამ გზით ავითარებენ აზერბაიჯანულ დისკურსსაც დერეფნის შესახებ. „საუბარიც კი არ შეიძლება სხვა მხარის მიერ დაწესებული კონტროლის შესახებ იმ გზებისა და დერეფნების მიმართ, რომლებიც გადიან სომხეთის ტერიტორიაზე. სომხეთის გზებს გააკონტროლებს მხოლოდ და მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკა“, – წერს ის.







