საზოგადოება

რუბენ ვარდანიანის განცხადებას Amnesty International გამოეხმაურა

Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი მარი სტრუტერსი, ეხმაურება მთიანი ყარაბაღის ყოფილი სახელმწიფო მინისტრის რუბენ ვარდანიანის სასამართლო პროცესის დაწყებას და აღნიშნავს:

„აზერბაიჯანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ რუბენ ვარდანიანი სასამართლოს წინაშე წარსდგა იმ დანაშაულებისთვის, რომლებშიც მას ბრალი ედება. მაგრამ სამართლიანი სასამართლოს უფლების ჩამორთმევით ისინი სამართლიანობის საპირისპირო მოქმედებას ასრულებენ. ხელისუფლებამ უნდა დაიცვას და უზრუნველყოს რუბენ ვარდანიანის სამართლიანი სასამართლოს უფლებები.

რუბენ ვარდანიანმა წამოაყენა სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ, მათ შორის პატიმრობის დროს არასათანადო მოპყრობის, გაყალბებული საქმის მასალების ხელმოწერის იძულებისა და დაცვის მომზადების შესაძლებლობის ჩამორთმევის შესახებ. ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ, საფუძვლიანად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და ეფექტურად უნდა გამოიძიოს ეს სერიოზული ბრალდებები და პასუხისგებაში მისცეს ეჭვმიტანილი პირები.

ხელისუფლებამ უნდა მისცეს რუბენ ვარდანიანს სრული წვდომა მის ადვოკატებთან, ასევე საკმარისი დრო და შესაძლებლობა დაცვის მოსამზადებლად.

„საერთაშორისო საზოგადოებამ ყურადღებით უნდა ადევნოს თვალყური ამ გახმაურებულ საქმეს, რათა უზრუნველყოს რუბენ ვარდანიანის უფლება სამართლიანი სასამართლოსა და სამართლიანობის შესახებ.

ცნობილი ბიზნესმენი და ქველმოქმედი რუბენ ვარდანიანი, რომელიც 2022 წელს გადავიდა მთიან ყარაბაღში და იმავე წელს გახდა დე ფაქტო სახელმწიფო მინისტრი, დააკავა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 2023 წლის 27 სექტემბერს, ეთნიკური სომხების მასობრივი გადასახლების დროს, აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის სამხედრო ოკუპაციისას.  მას შემდეგ ის პატიმრობაშია და გავრცელებული ინფორმაციით, წაყენებული აქვს  მრავალი ბრალდება, მათ შორის „ტერორიზმის დაფინანსება“ და „არალეგალური შეიარაღებული ჯგუფების შექმნა“.

რუბენ ვარდანიანისადმი მიწერილ და მედიაში გამოქვეყნებულ ღია წერილში ის უჩივის ადამიანის უფლებების მრავალრიცხოვან დარღვევას, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას. წერილში აღნიშნულია, რომ პატიმრობის უმეტესი ნაწილი მან გაატარა იზოლატორში და სასჯელაღსრულების საკნებში, მოკლებული იყო ჰიგიენის წესების დაცვას, აიძულებდნენ ხელი მოეწერა ყალბ დოკუმენტებზე ძველი რიცხვით და მისცეს მხოლოდ ერთი თვე საქმისა და დაცვის გასაცნობად. იმავდროულად, საქმის მასალები იყო უზარმაზარი და თანაც ვარდანიანის გაუგებარ ენაზე: აზერბაიჯანულზე.

ნახეთ მეტი
Back to top button