საერთაშორისო

საქართველო გააგრძელებს გზას ევროკავშირისკენ  –  მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმების ნაწილის განუსაზღვრელი ვადით შეჩერების შესახებ „პოლიტიკურად არაკორექტული“ უწოდა.

ეს ნიშნავს, რომ ქართველ დიპლომატებსა და ჩინოვნიკებს (ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების წევრებს, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების წევრებს) ვიზა დასჭირდებათ, მაშინ, როცა ჩვეულებრივი მოქალაქეები მოკლე ვიზიტებით უვიზიდ იმგზავრებენ  ევროკავშირში, ნათქვამია ევროკომისიის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ საქართველოში საპროტესტო აქციები სამი თვეა გრძელდება. ოპოზიცია შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკამათო კანონები, რომლებიც, ბრიუსელის თქმით, ძირს უთხრის ფუნდამენტურ დემოკრატიულ უფლებებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კი ამას არ ეთანხმება და ხაზს უსვამს თბილისის მზადყოფნას გააგრძელოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა.

ნახეთ მეტი
Back to top button