პოლიტიკა

ირანი ეწინააღმდეგება ნებისმიერ გზას, რომელიც მოიცავს დერეფნის ლოგიკას  –   სობჰანი

ირანი არ არის წინააღმდეგი სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების განბლოკვის, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე.

“არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ ირანის ელჩმა სომხეთში მეჰდი სობჰანიმ 6 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ არაერთხელ წარმოვადგინეთ ჩვენი პოზიცია კომუნიკაციების განბლოკვის შესახებ.ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი გზების განბლოკვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მოხდება ქვეყნების ეროვნული და ტერიტორიული სუვერენიტეტის ფარგლებში. ჩვენ მომხრე ვართ სომხეთში გზების განბლოკვის, მაგრამ ეს უნდა განხორციელდეს ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საფუძველზე. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ნებისმიერი გზა, რომელიც მოიცავს დერეფნის ლოგიკას“, – განაცხადა ელჩმა.

აზერბაიჯანის ხელისუფლება პერიოდულად სურვილს გამოთქვამს მიიღოს  ე.წ. დერეფანი  სომხეთის ტერიტორიაზე, 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადებაზე დაყრდნობით.

 სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ სომხეთს 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადებით დერეფნის უზრუნველყოფის ვალდებულება არ აუღია.

 სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მზადაა განბლოკოს რეგიონალური კომუნიკაციები ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საფუძველზე.

ნახეთ მეტი
Back to top button