პოლიტიკა

აზერბაიჯანმა 2024 წელს  სამხედრო ხარჯები გაზარდა 12 პროცენტით

აზერბაიჯანისთვის 2024 წლის პრიორიტეტულ ხარჯებს შორის იყო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, სახელმწიფო საზღვრების დაცვა, არმიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოდერნიზაცია და სამხედროების სოციალური უზრუნველყოფისა და სამსახურის პირობების გაუმჯობესება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა პარლამენტში მთავრობის 2024 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. „ამ მიზნით 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების ხარჯებისთვის 6 მილიარდ 562 მილიონი მანათია გამოყოფილი. „ეს 707 მილიონი მანათით, ანუ 12 პროცენტით მეტია 2023 წელთან შედარებით“, – განაცხადა ასადოვმა. ამას დავამატებთ, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ 2025 წელს თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის ბიუჯეტის ხარჯები 8 მილიარდ 555 მილიონ მანათამდე, ანუ 5 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.

ნახეთ მეტი
Back to top button