პოლიტიკა

ვიგრძენი სიმშვიდის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის იმედი სიუნიქელთაგან  -სომხეთში აშშ-ის ელჩი სიუნიქს ეწვია

აშშ-ის ელჩი სომხეთში კრისტინა ქუინი 25-26 მარტს სიუნიქის რეგიონს ეწვია.

როგორც საელჩოს განცხადებიდან ირკვევა, ვიზიტის დროს ელჩმა განიხილა ეკონომიკური და რეგიონალური მნიშვნელობის საკითხები სიუნიქის გუბერნატორ რობერტ ღუკასიანთან, თეგის თემის ლიდერთან დავით ღულუნცთან. შეხვედრაძე ხაზი გაესვა აშშ-ის მუდმივ მხარდაჭერას მშვიდობის, საერთო ეკონომიკური კეთილდღეობისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში.

„სიუნიკისკენ მიმავალ გზაზე, არარატის რეგიონში, ელჩმა მოინახულა ახლად გახსნილი GTB Steel ქარხანა, რომელიც წარმოადგენს მთავარ ამერიკულ ინვესტიციას სომხეთში და რომლის საქმიანობა ორმხრივად მომგებიანია ჩვენი ქვეყნებისთვის. სიუნიქის პროვინციაში მან ასევე მოინახულა „გლობალ ჰიდროკასკადი“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამერიკული ინვესტიცია სომხეთში.

აშშ-ის ელჩმა ასევე მოინახულა წმინდა ჰრიფსიმეს ისტორიული ეკლესია, სადაც ხაზი გაუსვა სომხეთის კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის ყველგან შენარჩუნების მნიშვნელობას.

ვიზიტის დროს კრისტინა ქუინი ასევე გაესაუბრა თემის ლიდერებს და მოსახლეობას, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებისადმი.

„სიუნიკელებთან საუბრისას ვიგრძენი მათი იმედი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავამყარო ურთიერთობები ჩვენს ორ ქვეყანას შორის“, – თქვა აშშ-ის ელჩმა სომხეთში.

ნახეთ მეტი
Back to top button