ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პოსტსაბჭოთა რეგიონში ყველაზე სწრაფად განვითარებადი სამედიცინო უნივერსიტეტია. Oncodaily

პოსტსაბჭოთა რეგიონში ყველაზე სწრაფად განვითარებადი სამედიცინო უნივერსიტეტია მხითარ ჰერაცის სახელობის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ oncodaily.com იტყობინება.
ეს შეფასება ეფუძნება მასშტაბურ კვლევას, რომლის დროსაც გაანალიზდა პოსტსაბჭოთა რეგიონში სამედიცინო უნივერსიტეტების, ასევე სამედიცინო ფაკულტეტების მქონე უნივერსიტეტების მიერ გენერირებული სამეცნიერო პროდუქტი.
ის გაიზომა აშშ-ის ეროვნული მედიცინის ბიბლიოთეკის მიერ ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებით.
ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სწრაფად განვითარებადი უნივერსიტეტების სიაში მოჰყვება ლატვიის უნივერსიტეტი, სამარის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ვილნიუსის უნივერსიტეტი.









