პოლიტიკა
არავითარი „ზანგეზურის დერეფანი“ არ იქნება – ირანის ელჩი სომხეთში

ძალის გამოყენებით ვერანაირი საკითხი ვერ გადაწყდება, არავითარი „ზანგეზურის დერეფანი“ არ იქნება – განაცხადა სომხეთში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მეჰდი სობჰანიმ, ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემისას, რომ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი აზერბაიჯანთან ე.წ. „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნისთვის ემზადებიან, ხოლო ალიევმა თქვა, რომ „ზანგეზურის დერეფანი“ უნდა გაიხსნას, რას აპირებს ირანი, თუ აზერბაიჯანი ამ „დერეფნის“ ძალის გამოყენებით აღებას მიმართავს?
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ „ზანგეზურის დერეფნის“ პროექტის განხორციელება მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში იგეგმება.







