რომელი ქვეყნებიდან შემოვიდა I კვარტალში ინვესტიციები – TOP-10

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით სულ 179 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.7%-ით ნაკლებია. ამის შესახებ წერს BMG.
ინვესტიციების შემცირებაზე გავლენა მოახდინა ინვესტორთა მიმართ სავალო ვალდებულებების მომსახურებამ, რამაც 33 მილიონი დოლარი შეადგინა, ინვესტიციების შემომავალი ნაკადები კი 150 მილიონი დოლარი იყო რეინვესტიციების სახით და 62 მილიონი დოლარი კომპანიების მფლობელთა მხრიდან სააქციო კაპიტალის შევსებით. შესაბამისად, მთლიანობაში საინვესტიციო ნაკადებმა 179 მილიონი დოლარი შეადგინა.
უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს ჩეხეთი, 43 მილიონი დოლარით, მეორე პოზიციაზეა აშშ 39.6 მილიონით, მესამეზე კი თურქეთი 28.1 მილიონი დოლარით.
ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის მოხვდა სამი ისეთი ქვეყანაც, რომელიც ოფშორული ოპერაციებისთვის გამოიყენება. ესენია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები 25.4 მილიონი დოლარით, მარშალის კუნძულები 24 მილიონი დოლარით და მალტა 12 მილიონი დოლარით.
TOP-10 ინვესტორი ქვეყანა:
| ადგილი | ქვეყანა | ინვესტიცია (მლნ USD) | წილი მთლიანი FDI-დან (%) |
|---|---|---|---|
| 1 | ჩეხეთი | 43.0 მილიონი დოლარი; | 23.9% |
| 2 | აშშ | 39.6 მილიონი დოლარი; | 22.1% |
| 3 | თურქეთი | 28.1 მილიონი დოლარი; | 15.7% |
| 4 | ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები | 25.4 მილიონი დოლარი; | 14.2% |
| 5 | აზერბაიჯანი | 25.0 მილიონი დოლარი; | 13.9% |
| 6 | მარშალის კუნძულები | 24.1 მილიონი დოლარი; | 13.4% |
| 7 | ნიდერლანდები | 22.4 მილიონი დოლარი; | 12.5% |
| 8 | რუსეთი | 19.2 მილიონი დოლარი; | 10.7% |
| 9 | ისრაელი | 12.9 მილიონი დოლარი; | 7.2% |
| 10 | მალტა | 12.4 მილიონი დოლარი; | 6.9% |







