პოლიტიკა
ირანზე თავდასხმამდე ისრაელიდან აზერბაიჯანში „ტურისტული“ ნაკადი 98%-ით გაიზარდა

2025 წლის მაისში, ანუ ირანზე თავდასხმამდე, ისრაელიდან აზერბაიჯანში „ტურისტების“ ნაკადი 98%-ით გაიზარდა და 6452-ს მიაღწია.
ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იტყობინება ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით.
ამავდროულად, „მოძმე“ თურქეთიდან მაჩვენებლის ზრდა მხოლოდ 10%-ს შეადგენდა.







