პოლიტიკა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა რეგიონის ყველა ქვეყნისთვის ახალ გვერდს გახსნის. მაკრონი

„მოხარული ვარ, რომ პარიზში მივესალმები სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს. კიდევ ერთხელ დავადასტურე საფრანგეთის მხარდაჭერა მისი მამაცი ძალისხმევის მიმართ აზერბაიჯანთან მშვიდობის დამყარების კუთხით“, – ამის შესახებ თავის X გვერდზე დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების რაც შეიძლება მალე ხელმოწერამ შეიძლება ახალი გვერდი გახსნას რეგიონის ყველა ხალხისთვის, ქვეყნისთვის და მის ფარგლებს გარეთაც.

ამ შეხვედრამ ასევე მოგვცა შესაძლებლობა, გადაგვეხედა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, რათა გავაგრძელოთ თანამშრომლობის გაღრმავება ყველა სფეროში და მალე გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული ორმხრივი პარტნიორობა“.

ნახეთ მეტი
Back to top button