საერთაშორისო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის 11-წლიანი პატიმრობის შესახებ განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.  

მოსამართლეთა კოლეგიამ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკავებულს 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ადვოკატი ბრალდებულის უდანაშაულობაზე საუბრობს, პროკურორი კი აცხადებს, რომ მეორე მხარეს არ ჰქონდა სამართლებრივი არგუმენტი და კეთდებოდა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები. 

“თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელი პირველმა ინსტანციამ დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. გამოძიების ინფორმაციით, მან ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 9 ათასამდე ბიტკოინი მიითვისა.

ნახეთ მეტი
Back to top button