სპორტი

გასული კვირის საუკეთესო საგულშემატკივრო  მომენტი  – უეფა შეეხო  რონალდოსა და სომეხი ბავშვის მონაწილეობით გადაღებულ ვიდეოს

პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუსა და სომეხი ბავშვის მონაწილეობით გადაღებული ვიდეო უეფას Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

უეფას Facebook გვერდზე ვიდეოსთან ერთად შემდეგი ჩანაწერი გაკეთდა:

„გასული კვირის საუკეთესო გულშემატკივართა მომენტი. ამაღელვებელი  საუბარი სომხეთის თილისმა რუბენსა და კრიშტიანუ რონალდუს შორის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის წინ, სომხეთი-პორტუგალია“.

 მანამდე, კრიშტიანუ რონალდუმ თავის Instagram გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მისი და სომეხი ბავშვის, რუბენის მონაწილეობით იყო წარმოდგენილი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი მეგობარი შეიძინა. ვიდეო ფართოდ გავრცელდა სოციალურ ქსელებში.

ნახეთ მეტი
Back to top button