საქართველო ხელნაკეთი ნივთების ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და ხელოსანთა კავშირის კულტურული ფონდის ინიციატივით, გაფესჭიანის ქანდაკებების ბაღში („კასკადი“) გაიმართება მესამე ფესტივალი „ჩემი ხელნაკეთი – სომხეთი“. ის 13-14 სექტემბერს, 12:00 საათიდან 19:00 საათამდე გასტანს.
ხელნაკეთი ნივთების ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ სომეხი, არამედ ქართველი ოსტატებიც, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ კულტურულ პროდუქტებს, ქმნიან ახალ პლატფორმას კულტურული დიალოგისთვის სომეხი და ქართველი ხალხების არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების, ურთიერთგამდიდრებისა და გავრცელების მიზნით.
ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება სომხური და ქართული ეროვნული სამოსის გამოფენა. წარმოდგენილი იქნება ორივე ხალხისთვის დამახასიათებელი ეროვნული სამოსი.
ფესტივალის მიზანია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სფეროში კულტურათაშორისი თანამშრომლობის უზრუნველყოფა, შემოქმედებითი ოსტატების საქმიანობის ხელშეწყობა, ასევე ხელნაკეთი ნივთებისა და ხელოვნების დაფასება და გავრცელება.







