მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირის გაფართოების კომისარი ორდღიანი ვიზიტით სომხეთში ჩამოვა

ევროკავშირის გაფართოების კომისარი მარტა კოსი 19-20 სექტემბერს ორდღიანი ვიზიტით სომხეთში იქნება. Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთში ევროკავშირის მისიამ განაცხადა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის კრიტიკულ ეტაპზე ხორციელდება და შესაძლებლობას მისცემს ევროკავშირის რეგიონთაშორისი კავშირის დღის წესრიგი რეგიონულ განვითარებაში რეალურ ინვესტიციად წარმოადგინონ.

ვიზიტის დროს კომისარი კოსი შეხვდება პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, ვიცე-პრემიერ მინისტრ მჰერ გრიგორიანს, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრ არპინე სარგსიანს.

ვიზიტის დროს კომისარი მონაწილეობას მიიღებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ორი პროექტის ხელმოწერის ცერემონიაში, ეწვევა ბიომრავალფეროვნების პროექტის „ევროკავშირი სევანისთვის“ განხორციელების ადგილს და დაათვალიერებს კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრს TUMO-ს.

ევროკავშირის გაფართოების კომისარი ასევე შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ქალ ლიდერებს და ახალგაზრდა ევროპელ ელჩებს.

რეგიონალური ვიზიტის ფარგლებში, მართა კოსი ასევე ეწვია აზერბაიჯანს, სადაც შეხვდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს და ეკონომიკის მინისტრ მიხაილ ჯაბაროვს.

ნახეთ მეტი
Back to top button