პოლიტიკა

პუბლიკაციები, რომ ფაშინიანმა სიუნიქის ნაწილის აზერბაიჯანისთვის გადაცემის შესახებ განცხადება გააკეთა, დეზინფორმაციაა

ბოლო დღეებში არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ მედიასაშუალებაში, ასევე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სიუნიქის რეგიონის ნაწილის აზერბაიჯანისთვის გადაცემის და თურქეთისთვის სპეციალური სასაზღვრო ზონის შექმნის შესახებ გამოაცხადა.

„არმენპრეს“-ის ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ნაზელი ბაღდასარიანმა, თავის Facebook გვერდზე ოფიციალურად განაცხადა, რომ აღნიშნული პუბლიკაცია დეზინფორმაციაა, არ გააჩნია ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძველი და სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილია. ბაღდასარიანმა მოუწოდა მოქალაქეებს, მედიასაშუალებებსა და ანალიტიკურ პლატფორმებს, თავი შეიკავონ ასეთი დეზინფორმაციული მასალების გავრცელებისგან, შეამოწმონ ინფორმაციის სანდოობა და იხელმძღვანელონ მხოლოდ ოფიციალური შეტყობინებებით.

ნახეთ მეტი
Back to top button