პოლიტიკა

აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და საზღვრების ურღვევობას უნდა სცენ პატივი: აზერბაიჯანელი ექსპერტი

აზერბაიჯანელი ექსპერტი რუსიფ ჰუსეინოვი მიიჩნევს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაშინგტონში 8 აგვისტოს ხელმოწერილი დეკლარაცია მხარეებს შორის საკამათო საკითხებზე პასუხებს იძლევა.

Armenpress-ის ცნობით, ჟურნალისტებთან ბრიფინგზე თოფჩუბაშოვის ანალიტიკური ცენტრის დირექტორი რუსიფ ჰუსეინოვი, რომელიც ერევანში „ორბელის“ ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობს, ასევე შეეხო აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებას, რომ „მე-20 საუკუნის დასაწყისის ძველი რუსული იმპერიული რუკები ნათლად აჩვენებს, რომ დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე თითქმის ყველა ტოპონიმი აზერბაიჯანული წარმოშობისაა.

შეეხო რა საკითხს, ძირს ხომ არ უთხრის ასეთი განცხადებები ურთიერთობების ნორმალიზებას და ხელს არ უშლის  სამშვიდობო პროცესს, აზერბაიჯანელმა ექსპერტმა კიდევ ერთხელ ახსენა 8 აგვისტოს ვაშინგტონში ხელმოწერილი დეკლარაცია.

„ეს დოკუმენტი ნათლად განსაზღვრავს იმ პუნქტს, რომლის მიხედვითაც მხარეებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და საზღვრების ურღვევობას“, – ხაზი გაუსვა აზერბაიჯანელმა ექსპერტმა.

ნახეთ მეტი
Back to top button