პოლიტიკა
აზერბაიჯანის გავლით სომხეთისკენ მარცვლეულით დატვირთული მატარებელი გაემგზავრა. ვიდეო

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ ყაზახეთში გაკეთებული განცხადების თანახმად, ბაქომ სომხეთში საქონლის ტრანზიტზე ყველა შეზღუდვა მოხსნა, მარცვლეულით დატვირთული მატარებელი სომხეთისკენ აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით გაემგზავრა. აზერბაიჯანული მედია იუწყება, რომ 4 ნოემბერს, 00:15 საათზე, რუსეთის ფედერაციიდან აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიის გავლით განბაჟდა მარცვლეულის მატარებლის 15 ვაგონი, რომელთა საერთო წონა 1,048 ტონა და 800 კგ იყო. ის სომხეთში, დალარიკის სადგურში გაიგზავნა. შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 21 ოქტომბერს, ყაზახეთში სახელმწიფო ვიზიტის დროს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქომ სომხეთში საქონლის ტრანზიტზე ყველა შეზღუდვა მოხსნა.







