
2020 წლის 27 სექტემბერს აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაციების გარემოებების გამოსაძიებლად შექმნილი ეროვნული კრების საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული ანგარიში გარკვეულ სტრუქტურებს მიეცემათ.
Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ საპარლამენტო სხდომაზე განაცხადა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, ანდრანიკ ქოჩარიანმა.
„ჩვენ ახლა შევთანხმდით ეროვნული კრების თანამშრომლებთან, რომ 16 ათასი გვერდისგან შემდგარი მასალები უნდა გადაეცეს პირველ დეპარტამენტს, რის შემდეგაც უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ამ მასალებზე წვდომის შესახებ სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, რომლებსაც ექნებათ მათი შესწავლისა და გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა – გენერალური პროკურატურა, ეროვნული უსაფრთხოების სამსახური, თავდაცვის სამინისტრო“, – თქვა ქოჩარიანმა.
ანდრანიკ ქოჩარიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმკაცრესად საიდუმლო ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია გაკვეთილების მისაღებად და დასკვნების გამოსატანად. საგამოძიებო კომისია შეიქმნა 2022 წლის თებერვალში ფრაქცია „სამოქალაქო კონტრაქტის“ დეპუტატების ინიციატივით.







