საზოგადოება
აზერბაიჯანი თამადის გადასახადებს ზრდის

აზერბაიჯანის მთავრობა 1 იანვრიდან რიგი პროფესიებისთვის სავალდებულო სოციალური დაზღვევის განაკვეთს ზრდის, მინიმალური ხელფასის 5 პროცენტიდან 8 პროცენტამდე.
„ეს განსაკუთრებით ეხება თამადას, მომღერლებს, ქორწილების გადაღებით დაკავებულ ინდივიდუალურ მეწარმეებს, ასევე სტენდ-აფ კომიკოსებს, მეწაღებსა და პარიკმახერებს“, – იტყობინება APA.









