მთავარიპოლიტიკა

ალენ სიმონიანმა ლუის გრასასთან შეხვედრისას  ყურადღება აზერბაიჯანში ტყვეების საკითხზე გაამახვილა

24 ნოემბერს, სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი შეხვდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტს, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს ლუის გრასას (პორტუგალია). ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა სომხეთში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები და აღნიშნა, რომ ისინი კვლავაც მხარს დაუჭერენ ამ პროცესს. ამის შესახებ ცნობას ეროვნული ასამბლეა ავრცელებს.

თანამოსაუბრეების დისკუსია სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებს, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესსა და რეგიონულ მოვლენებს შეეხო.

ალენ სიმონიანმა ასევე ლუის გრასას ყურადღება აზერბაიჯანში ტყვეების, უკანონოდ დაკავებული პირების და უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხზე გაამახვილა.

ნახეთ მეტი
Back to top button