მთავარიპოლიტიკა

სომხეთ-ევროკავშირის პირველი სამიტი 2026 წელს ერევანში გაიმართება

სომხეთი-ევროკავშირის პირველი სამიტი 2026 წლის 5 მაისს ერევანში გაიმართება. როგორც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს,  სამიტში მონაწილეობის მისაღებად სომხეთში ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩავლენ. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა 2 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ სამიტის ფარგლებში ერევანში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მართა კოსი ერევანში ჩამოვლენ. როგორც ადრე იყო გამოცხადებული, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის მერვე სამიტი 2026 წლის 4 მაისს ერევანში გაიმართება.ის დაარსდა 2022 წელს და აერთიანებს ევროპელ ლიდერებს, რათა განიხილონ სტრატეგიული საკითხები, როგორიცაა უსაფრთხოება, ენერგეტიკა, მიგრაცია, ინფრასტრუქტურა, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. ის საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა წამოიწყო, რომლის მიზანი იყო ევროკავშირის წევრებსა და ევროპულ სამეზობლოს შორის დიალოგის საერთო პლატფორმის შექმნა. პირველი სამიტი 2022 წლის ოქტომბერში ჩეხეთის რესპუბლიკაში გაიმართა. შემდგომი სამიტები ჩატარდა მოლდოვაში, ესპანეთში, გაერთიანებულ სამეფოში, უნგრეთში, ალბანეთსა და დანიაში. მერვე სამიტს სომხეთი უმასპინძლებს.

ნახეთ მეტი
Back to top button