პოლიტიკა

ფორმატი ჯერ ნათელი არ არის, მაგრამ, სავარაუდოდ, არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას. რობერტ ქოჩარიანი

სომხეთის მეორე პრეზიდენტმა, რობერტ ქოჩარიანმა, განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, 2026 წელს გასამართ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

Armenpress-ის ცნობით, სომხეთის მეორე პრეზიდენტმა ეს განცხადება მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს გააკეთა, სადაც უპასუხა „ერთობის ფრთების“ მოძრაობის ლიდერის, არმან თათოიანის განცხადებას, რომ სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტებმა უნდა განაცხადონ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას 2026 წელს გასამართ საპარლამენტო არჩევნებში, რათა დაამარცხონ მოქმედი ხელისუფლება.

„ფორმატთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ გვაქვს, მაგრამ, სავარაუდოდ, არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას“, – განაცხადა რობერტ ქოჩარიანმა.

სომხეთის მეორე პრეზიდენტმა თათოიანის განცხადება, რომ სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტებმა უნდა განაცხადონ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, აბსურდულად შეაფასა. მისი თქმით, ამგვარად, არმან თათოიანი მიიჩნევს, რომ სომხეთის ეროვნულმა კონგრესმა და რესპუბლიკურმა პარტიამ საერთოდ არ უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, რადგან ეროვნული კონგრესის ლიდერი პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანია, ხოლო რესპუბლიკური პარტიის ლიდერი – მეორე პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი. რობერტ ქოჩარიანის თქმით, მაშინაც კი, თუ პარტიების ლიდერები სიაში არ არიან შეყვანილი, მაგრამ მათი პარტიები არჩევნებში მონაწილეობენ, ეს ნიშნავს, რომ ლიდერებიც მონაწილეობენ.

ნახეთ მეტი
Back to top button