საზოგადოება
დაიწყება „Fly one Armenia“-ს ფრენები ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში

„Fly one Armenia“-ს ავიაკომპანია ერევანი-ალიკანტე-ერევანის მარშრუტზე რეისებს იწყებს. ამის შესახებ „ზვარტნოცის“ საერთაშორისო აეროპორტიდან იტყობინება. ავიაკომპანია ალიკანტეს, ესპანეთის მიმართულებით რეისებს 2026 წლის 4 ივნისიდან დაიწყებს. რეისები კვირაში 2 რეისის სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს და კვირას შესრულდება. შეგახსენებთ, რომ 3 აპრილიდან „Fly one Armenia“-ს ავიაკომპანია ერევანი-ვენა-ერევანის მარშრუტზე რეისებს შეასრულებს.







