
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს გასული წლის აგვისტოში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების პირობების დაცვისთვის.
„მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს გასული წლის აგვისტოში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების პირობების დაცვისთვის. ეს იყო საშინელი ომი, რვა ომიდან ერთ-ერთი, რომელიც მე დავასრულე, მაგრამ დღეს ჩვენ გვაქვს მშვიდობა და კეთილდღეობა. თებერვალში ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ორივე ქვეყანას ეწვევა, რათა გააგრძელოს ჩვენი სამშვიდობო ძალისხმევა და წინ წაიწიოს ტრამპის ინიციატივა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან, ხელს მოვაწერთ მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობის ხელშეკრულებას სომხეთთან, გავაფორმებთ კონტრაქტებს ჩვენი წამყვანი ნახევარგამტარების მწარმოებლებისთვის და აზერბაიჯანს მივყიდით აშშ-ში წარმოებულ თავდაცვით აღჭურვილობას, მათ შორის ჯავშანჟილეტებს, ნავებს და სხვა აღჭურვილობას. გმადლობთ,
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ჯ. ტრამპი“-ნათქვამია ტრამპის სამადლობელო სიტყვაში.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 8 აგვისტოს, ვაშინგტონში ტრამპ-ფაშინიან-ალიევის შეხვედრის დროს, ხელი მოეწერა სამმხრივ დეკლარაციას, რის შემდეგაც სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამშვიდობო შეთანხმების პარაფირება მოახდინეს. შემდეგ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარაფირებული შეთანხმების ტექსტი გამოაქვეყნა.







