კობახიძემ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტზე კომენტარი გააკეთა

ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის სომხეთსა და აზერბაიჯანში მოახლოებულ ვიზიტზე კომენტარი გააკეთა. „არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ იტყობინება სააგენტო „ინტერფაქსი“.
მისი თქმით, რამდენადაც ცნობილია, ვენსის ვიზიტი TRIPP პროექტს ეხება, ამიტომ „ლოგიკურია, რომ ადრესატებად აზერბაიჯანი და სომხეთი უნდა იყვნენ“. ამავდროულად, კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოც ტრანსკავკასიური სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობისთვის.
„გადაწყვეტილება მათია (ამერიკული მხარის). სამწუხაროდ, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შექმნილი ქართულ–ამერიკული ურთიერთობების კონტექსტი რთულია. ვნახოთ, როგორ განვითარდება ჩვენი ურთიერთობები ამ ფონზე. „მოთმინებით ველოდებით და ვაცხადებთ ჩვენს მზადყოფნას შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობისთვის“, – თქვა კობახიძემ.







