
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივით შექმნილმა მშვიდობის საბჭომ სომხეთი დამფუძნებელ წევრად მიიღო. ამის შესახებ ორგანიზაციის მიკრობლოგ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტშია ნათქვამი.
„მშვიდობის საბჭო სომხეთს ჩვენი განვითარებადი საერთაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელ წევრად მიესალმება“, – ნათქვამია შეტყობინებაში.

მსგავსი პოსტები გაკეთდა სხვა მონაწილე სახელმწიფოებთან, მათ შორის აზერბაიჯანთან დაკავშირებითაც.
22 იანვარს დავოსში მშვიდობის საბჭოს წესდების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა, რომელსაც ასევე ესწრებოდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.







