
სომხეთის ვიცე-პრემიერ-მინისტრმა მჰერ გრიგორიანმა მიიღო დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ევროპის კომისიის გაფართოების და აღმოსავლეთის მეზობლობის საკითხების მთავარი დირექტორი გერტ იან კუპმანი.

Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის მთავრობამ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროპის კომისიის მეზობლობისა და გაფართოების მოლაპარაკებების მთავარ დირექტორატში აღმოსავლეთის მეზობლობისა და ინსტიტუტების გაძლიერების საკითხების დირექტორი ადრიენ კირალი და სომხეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ვასილის მარაგოსი.
შეხვედრაზე განიხილეს სომხეთსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის სტრატეგიული დღის წესრიგის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ყოვლისმომცველ და გაფართოებულ პარტნიორობის შეთანხმების სრულფასოვან განხორციელებას.
მჰერ გრიგორიანმა და გერტ იან კოპმანმა მოსაზრებები გაცვალეს რეგიონული კავშირების პროგრამების შესახებ და შეეხნენ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივას. მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმების ფარგლებში შესრულებული ერთობლივი სამუშაოებიც.
ევროკომისიის გაფართოების საკითხების კომისარ მარტა კოსის ვიზიტისა და სომხეთ-ევროკავშირის სამიტის წინ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას სომხეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ახალი შესაძლებელი ინიციატივების განსაზღვრის მიმართულებით.







