ევროკავშირის მისიას სომხეთში ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ევროკავშირის საბჭომ სატუ კოივუ დანიშნა სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად. ის მოვალეობის შესრულებას 2026 წლის 20 თებერვალს შეუდგება და მარკუს რიტერს შეცვლის.
სატუ კოივუ ფინელი პოლიციის უფროსი ოფიცერია, რომელსაც 35 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ეროვნულ და საერთაშორისო სფეროში. დანიშვნამდე ის ფინეთის ეროვნულ პოლიციაში ადამიანური რესურსების უფროსად მუშაობდა.
მისი სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელად დანიშვნის გადაწყვეტილება ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტმა 2026 წლის 17 თებერვალს მიიღო.
მისიის ამოცანაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის სომხეთის მხარეს არსებული ვითარების მონიტორინგი და ანგარიშგება. მისიის მანდატი 2027 წლის 19 თებერვლამდეა.
მისია 200-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი თანამშრომლისგან შედგება. მისიის დამკვირვებლები და სამოქალაქო ექსპერტები წარმოადგენენ ევროკავშირის 25 წევრ სახელმწიფოს და მესამე კონტრიბუტორ ქვეყანას, კანადას.







