სრულიად სომეხთა კათოლიკოსი სამძიმარს უცხადებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო

მისმა უწმინდესობამ, უზენაესმა პატრიარქმა და სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II-მ, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის უმაღლესი სულიერი საბჭოს, წმინდა ეჩმიაძინის მთავარი საკათედრო ტაძრის კრების და მორწმუნე ხალხის სახელით, სამძიმრის წერილი გაუგზავნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო.
„მისი უწმინდესობის კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მრავალწლიანი მოძღვრული მსახურება რწმენის, სიმტკიცისა და თავდადებული სულიერი ლიდერობის დასტური იყო. მისი კათოლიკოსობის დროს აღინიშნა საქართველოში სულიერი ცხოვრების აღორძინება, ეკლესიური ცხოვრების განმტკიცება და აგამოცოცხლება. გარდაცვლილი პატრიარქი მამობრივი სიბრძნითა და სიყვარულით ხელმძღვანელობდა თავის ერთგულ სამწყსოს, მტკიცედ იცავდა წმინდა ქართული ეკლესიის მისიას“, – ნათქვამია სრულიად სომეხთა კათოლიკოსის სამძიმრის წერილში. პატრიარქი ყოვლისშემძლე ღმერთს სთხოვს ნუგეში მოუვლინოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებსა და მწუხარე ქართველ ხალხს, უსურვებს რომ მისი უწმინდესობის ხსოვნა ყოველთვის ნათელი დარჩეს მისი ერთგული შვილების გულებში და გახდეს მომავალი თაობებისთვის შთაგონების წყარო.







