სპორტი
დიდოსტატი ჰაიკ მარტიროსიანი „Agzamov Memorial“-ის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა

სომხეთის ჭადრაკის ვაჟთა ნაკრების წევრი, ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ჰაიკ მარტიროსიანი ჭადრაკის საერთაშორისო „19th Agzamov Memorial“-ის ტურნირის გამარჯვებული გახდა.
„არმენპრესის“ ცნობით, მარტიროსიანმა 10 შესაძლებლობიდან 7.5 ქულა დააგროვა და პირველი-მეორე ადგილები ფიდე-ს სახელით მოასპარეზე რუს დიდოსტატ არტიომ უსკოვთან ერთად გაიყო.
დამატებითი მაჩვენებლების საფუძველზე, ტურნირის გამარჯვებულად და პირველი ადგილის მფლობელად სწორედ ჰაიკ მარტიროსიანი დასახელდა.







