
აზერბაიჯანული მედია იტყობინება, რომ ერევანს ეწვია აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერ შაჰინ მუსტაფაევის ხელმძღვანელობით დელეგაცია.
Armenpress-ის ცნობით, აღნიშნულია, რომ თვითმფრინავი, რომელმაც შაჰინ მუსტაფაევის ხელმძღვანელობით დელეგაცია ჩაიყვანა, უკვე დაეშვა ერევნის „ზვართნოცის“ აეროპორტში.
დამატება: Armenpress-თან საუბარში სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ სომხეთში ჩამოვიდა აზერბაიჯანის დელეგაცია ვიცე-პრემიერ შაჰინ მუსტაფაევის ხელმძღვანელობით და დასძინა, რომ მოგვიანებით გავრცელდება დამატებითი პრესრელიზი.







