მთავარიპოლიტიკა

ალენ სიმონიანმა 44-დღიან ომში სომხური მხარის მსხვერპლთა რაოდენობა გამოაცხადა

44-დღიანი ომის შედეგად, სომხურ მხარეს 3833 ადამიანი ემხვერპლა. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა.

„ეს დადასტურებული მონაცემებია, სისხლის სამართლის საქმეები აღძრულია“, – აღნიშნა მან.

მან ასევე გამოაცხადა დაკარგულთა სავარაუდო რაოდენობა – დაახლოებით 160 ადამიანი.

სიმონიანმა ოპოზიცია დაადანაშაულა მისი აზრით, მსხვერპლთა რაოდენობის ხელოვნურად გაბერვაში. „რატომ ცდილობთ პოლიტიკური დივიდენდების მიღებას მსხვერპლთა ხარჯზე?“ – იკითხა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button