საერთაშორისო

სომხეთის დროშის შეცვლა შეუძლებელია. ირანის საელჩოს მკაცრი რეაქცია სომხეთში ევროვიზიაზე მომხდარი სკანდალური ინციდენტის შემდეგ

ირანის საელჩო სომხეთში გამოეხმაურა ისრაელის ტელეარხის მიერ სომხეთის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე აზერბაიჯანის დროშის ქვეშ წარდგენას.

„არავის შეუძლია სომხეთის ულამაზესი დროშის ნაცვლად სხვა დროშა აჩვენოს. სომხეთი ისტორიული და ცივილიზებული ერია და ირანი ყოველთვის მის გვერდით იყო“, – ნათქვამია სომხეთში ირანის საელჩოს X გვერდზე.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის სახელმწიფო ტელეარხმა Kan 11-მა კონკურსის ნახევარფინალის ტრანსლაციის დროს სომხეთი და აზერბაიჯანი ერთი და იგივე დროშის ქვეშ წარმოადგინა.

ნახეთ მეტი
Back to top button