საზოგადოება

ნიღბიანი და შეიარაღებული პირების მიერ ფაშინიანის მიმართ მუქარისა და ცილისწამების შემცველ ვიდეოსთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიმართ მუქარისა და ცილისწამების შემცველ ვიდეოსთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ამის შესახებ „არმენპრესს“ სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტმა აცნობა. „სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციისგან სრ საგამოძიებო კომიტეტისთვის მიღებული ანგარიშის თანახმად, უცნობმა პირებმა კანონით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე, კომპიუტერულ ქსელში შენახული მონაცემები ამოიღეს, რომლებიც არ იყო განკუთვნილი ზოგადი გამოყენებისთვის და გადაიცემოდა კომპიუტერული საკომუნიკაციო საშუალებებით და სიძულვილითა და შეუწყნარებლობით მოტივირებულმა, პირდაპირი ეთერის დროს, ხულიგნური მოწოდებებით, გაავრცელეს ვიდეო, რომელიც შეიცავდა მკვლელობის რეალურ მუქარას სრ პრემიერ-მინისტრის მიმართ, მისი სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური საქმიანობის გამო, პოლიტიკური შეხედულებებით განპირობებული. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მკვლელობის მომზადების, კომპიუტერული დივერსიისა და პირთა ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ბრუნვის საქმეებთან დაკავშირებით. მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება დანაშაულის ჩამდენი პირების დასადგენად“, – იტყობინება სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტი.

18 მაისს ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნიღბიანი და შეიარაღებული პირების ჯგუფი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, მუქარითა და წყევლით მიმართავდნენ.

პარტია  „სამოქალაქო კონტრაქტის“ არაბკირის ადმინისტრაციული რაიონში გამართულ წინასაარჩევნო  კამპანიის დროს, პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმაც უპასუხა ვიდეოს. „ნიღბებს ატარებენ, თითქოს მაგარი  ბიჭები არიან, მაგრამ იცით, რატომ ატარებენ ნიღბებს, რადგან როგორც კი ნიღბებს მოიხსნიან, დავინახავთ, რომ სწორედ ისინი არიან, ვინც მიატოვეს ჩვენი ჯარისკაცები და გაიქცნენ, არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ისინი არიან ვინც ჩვენს ჯარისკაცებს ზურგში ესროდნენ. მოიხსენით ნიღბები, გამოდით, ვნახოთ ვინ ხართ. ჩამოდით სომხეთში, გადაიღეთ ვიდეო ნიღბებითა და ტყვიამფრქვევებით და გააზიარეთ. სათითაოდ გავარკვევ, ვინ ხართ. მოიხსენით ნიღბები და ნებაყოფლობით წარადგინეთ თავი. ჩვენი შვილები პოზიციებზე მარტო დატოვეთ და გაიქეცით, ნაძირლებო, თაღლითებო.

„ფერარის სიჩქარით მირბოდით, ვინ ხართ, რომ ლაპარაკობთ? მოდით და ამბობთ, რომ ჩვენ ჩვენი შვილები გავწირეთ. თქვენ არ იყავით თქვენი პოზიციებიდან რომ გაიქეცით?. სათითაოდ დაგაჩოქებთ, პასუხს მოგთხოვთ ჩვენი შვილების მარტო დატოვების და გაქცევისთვის“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button