სომხეთის მოქალაქეები გადაწყვეტენ, იქნებიან თუ არა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში თუ ევროკავშირში – ფაშინიანი

სომხეთის მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, აირჩიონ, უნდა იყოს თუ არა ქვეყანა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში თუ ევროკავშირში. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ხალხმა უნდა მიიღოს.
„სომხეთის ხალხს უნდა ჰქონდეს ალტერნატივა: იყოს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში თუ ევროკავშირის ნაწილი. ამას მე არ გადავწყვეტ, ხალხო, ამას გადაწყვეტენ გავლენიანი პირები, სომხეთის მოქალაქეები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, მთავრობის ამოცანაა უზრუნველყოს, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ალტერნატივა.
„მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პარტნიორები, რომლებიც ამ პროცესებს ფარული მუქარითაც კი პასუხობენ, სინამდვილეში მათ წინააღმდეგ მოქმედებენ. პირიქით, მათ უნდა წარუდგინონ წინადადებები სომხეთის მოსახლეობას და თქვან: ჩვენ ამ კარგ რაღაცას გავაკეთებთო, მაგრამ ამის ნაცვლად ისინი ამბობენ: ჩვენ ამას ცუდს გავაკეთებთ, ჩვენიამს ცუდს გავაკეთებთ. ეს არალოგიკურია. ასევე არალოგიკურია სომხეთის, მაგალითად, მაღალი ფასებით დაშინება, რადგან ამ მუქარაზე პასუხი არსებობს: ჩვენ გაცილებით დიდი ეკონომიკური შესაძლებლობები გვექნება, რათა ეს ჩვენთვის პრობლემა არ გახდეს. დღეს სომხეთი „მშვიდობის გზაჯვარედინად“ იქცევა. ეს კი ნიშნავს, რომ სომხეთი აღარ იქნება ათასიანი და მილიონიანი, არამედ მილიარდების და ტრილიონების ქვეყანა იქნება“, – ხაზგასმით აღნიშნა ფაშინიანმა.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ანი ბადალიანმა, განაცხადა, რომ სომხურმა მხარემ მიიღო წერილი რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრის, სერგეი ცივილიევისგან, რომელიც გადაეცა სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და შეისწავლება.
რუსული მედიის ცნობით, წერილში ნათქვამია, რომ რუსეთს შეუძლია ცალმხრივად შეაჩეროს ან გააუქმოს გაზის, ნავთობპროდუქტების და დაუმუშავებელი ბრილიანტების მიწოდებასთან დაკავშირებული შეთანხმებები, თუ სომხეთი გააგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.







