სპორტი

ქართველების დღე ბუდაპეშტის გრან-პრიზე

ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ტურნირის გამარჯვებული გახდა.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით,  საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ბუდაპეშტის გრან-პრის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ბექა ღვინიაშვილი (-90 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ) ავიდნენ.

ღვინიაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ყაზახეთის წარმომადგენელ ისლამ ბოზბაევს სძლია, ზაალიშვილმა კი უზბეკ ბეკმუროდ ოლტიბაევს აჯობა.

ამგვარად, საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ბუდაპეშტის ტურნირზე სამი მედალი მოიპოვეს. პირველ დღეს გრან-პრის ჩემპიონი 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი გახდა.

აღსანიშნავია, რომ 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბუდაპეშტის გრან-პრის გამარჯვებული ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადაშვილი გახდა.

გრან-პრის სერიის მომდევნო ტურნირი ზაგრებში 26-28 ივლისს გაიმართება. სწორედ იქ ჩამოყალიბდება საბოლოოდ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც აგვისტოს ბოლოს ტოკიოში გაიმართება.

ნახეთ მეტი
Back to top button