ანალიტიკა

რუსული ავიაკომპანიების წილი ქართულ ავიაბაზარზე იანვარ-ივნისში 22.7 პროცენტს შეადგენდა

1tv.ge რუსული ავიაკომპანიების წილი ქართულ ავიაბაზარზე იანვარ-ივნისში 22.7 პროცენტს შეადგენდა. ინფორმაცია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

მიმდინარე წლის ექვს თვეში რუსული კომპანიებიდან ყველაზე მეტ მგზავრს (180 041) „ურალის ავიახაზები“ მოემსახურა, რაც მთლიანი მაჩვენებლის შვიდ პროცენტს შეადგენს.

„პობედა ეარლაინსი“ 175 474 მგზავრს მოემსახურა, „აეროფლოტი“ – 94 305 მგზავრს, „სიბირი“ (S7) – 90 431 მგზავრს, „ნორდავია“ – 21 455 მგზავრს, „რედ ვინგსი“ – 3 114 მგზავრს, „სევერსტალი“ – 209 მგზავრს.

რუსეთის გადაწყვეტილებით, 8 ივლისიდან რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვეტილია.

ნახეთ მეტი
Back to top button