პოლიტიკა

მოსკოვი-ერევნის თვითმფრინავის მგზავრები საევაკუაციო გასასვლელით გამოიყვანეს სალონში გავრცელებული კვამლისა და სუნის გამო. დაშავდა 8 ადამიანი

მოსკოვი-ერევნის მიმართულებით ავიაკომპანია Nordvind- ის სარეზერვო თვითმფრინავი მგზავრებით, რომელიც იძულებული გახდა ფრენა შეეწყვიტა სალონში კვამლიანობის გამო, დაჯდა სომხეთის აეროპორტ “ზვართნოცში”.  ამის შესახებ 19 ივლისს დილით TASS- ს განუცხადა აეროპორტის პრესსამსახურმა.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია Nordvind- ის თვითმფრინავმა Boeing 737- მა, რომელიც ახორციელებდა  რეისს მიმართულებით მოსკოვი-ერევანი, მოსკოვის აეროპორტ “შერამეტევოში” შეწყვიტა ფრენა სალონში გავრცელებული კვამლისა და სუნის გამო.

ავიაკომპანიამ განაცხადა, ძრავის გათიშვის შემდეგ საევაკუაციო გასასვლელებით განხორციელდა მგზავრთა ევაკუაცია.

ფრენა დაიწყო 01:00 საათზე, მაგრამ ვიდრე თვითმფრინავი ჰაერში აფრინდებოდა კვამლი იქნა შემჩნეული. თვითმფრინავის მეთაურმა შეატყობინა სიტუაცია და მიღებული იქნა გადაწყვეტილება ფრენის შეჩერების შესახებ. თვითმფრინავზე ცეცხლი არ გაჩაღებულა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავში იმყოფებოდა 187 ადამიანი, მათგან 8 დაშავდა, 2  – ჰოსპიტალიზირებულია.

ნახეთ მეტი
Back to top button