მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა განიხილეს სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები

სომხეთის თავდაცვის მინისტრი დავით ტონაიანი მოსკოვში შეხვდა რუსეთის თავდაცვის მინისტრ, არმიის გენერალ სერგეი შოიგუს. ამის შესახებ ფეისბუქში გაკეთებულ თავის ჩანაწერში განაცხადა სრ თავდაცვის მინისტრის პრეს სპიკერმა არწრუნ ჰოვჰანნისიანმა.

განიხილეს ორმხრივი სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხები. კმაყოფილება გამოხატეს ურთიერთობების ამჟამინდელ დონესთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვეს რა მათ სტრატეგიულ მოკავშირეთა ბუნებას, თავდაცვის მინისტრებმა ყურადღება მიაქციეს თანამშრომლობის თანმიმდევრულ განვითარებას ერთობლივი საბრძოლო მომზადების, ოპერატიული დაგეგმვის, სამხედრო განათლების, რუსეთის102-ე  სამხედრო ბაზის ბრძოლისუნარიანობის გაძლიერებისა და სხვა რამდენიმე სფეროში.

ასევე განიხილეს რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები. დავით ტონოიანმა და სერგეი შოიგუმ მრავალი მნიშვნელოვანი შეთანხმება მიიღეს ორმხრივი სამხედრო-პოლიტიკური, სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური პროგრამების განხორციელების გარშემო.

ნახეთ მეტი
Back to top button